ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, საფრანგეთმა 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ ის გმობს ”ძალადობის აქტებს, რომელთაც ადგილი ჰქონდათ ბოლო დღეების მანძილზე საქართველოში, იქნება ეს ქართველი პოლიციის ოფიცრების მკვლელობა, თუ აფეთქებები ცხინვალში, რომლის დროსაც რუსი ეროვნების ადამიანების მსხვერპლს ჰქონდა ადგილი.”
შვიდი ადამიანი ემსხვერპლა და ოთხი დაიჭრა 3 ოქტომბერს ცხინვალში, სამშვიდობო ძალების შტაბთან სატვირთო მანქანის აფეთქებას. სამი ქართველი პოლიციელი მოკლეს სექტემბერში – ორი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ხოლო მესამე – სოფელ კარალეთში.
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ ასევე განაცხადა, რომ ”ამ ფაქტებს ნათელი მოეფინება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება შენარჩუნდეს,” – იტყობინება AFP. განცხადებაში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ თანაგრძნობა გამოუხატა ”დაღუპულთა ოჯახებს და საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)