შვეიცარიის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ ის მანამ არ გასცემს რუსეთის ვიზებს, სანამ არ დასრულდება მთავრობებს შორის მოლაპარაკებები შვეიცარიის მიერ საქართველოში რუსეთის დიპლომატიური ინტერესების წარმოდგენასთან დაკავშირებით.
შვეიცარიამ, როგორც მესამე ქვეყანამ, 3 ოქტომბერს თანხმობა განუცხადა რუსეთს თხოვნაზე წარმოადგინოს მისი ინტერესები საქართველში, რასაც ოფიციალური თბილისი ასევე მიესალმა.
”მხარეებს შორის შეთანხმებების მიღწევამდე საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ არ იქნება შემოთავაზებული საკონსულო მომსახურება და არ იწარმოებს რუსეთის ვიზების გაცემა,”- აცხადებს საელჩო და აქვე დასძენს, რომ დაუყოვნებლივ შეატყობინებს მოსახლეობას როგორც კი მსგავსი მომსახურება შესაძლებელი იქნება.
იმავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ შვეიცარია არ იქნება რუსეთის პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი საქართველოში და მხოლოდ დიპლომატიურ ფუნქციებს განახორციელებს.
აგვისტოს მოვლენების შედეგად თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობები სექტემბრის პირველ დღეებში ქართული მხარის ინიციატივით ოფიციალურად გაწყდა.
უცხო ქვეყნების ინტერესების დაცვის პრაქტიკა შვეიცარიას გააჩნია აშშ-ში, სადაც ის კუბასა და ირანს, ხოლო კუბაში აშშ-ს წარმოადგენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)