პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის თხოვს სპეციალური მისიის გამოგზავნას, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად ეთნიკური წმენდის ფაქტებს შეისწავლის და შეაფასებს.
ეს განცხადება სააკაშვილმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბერნარ კუშნერთან ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სააკაშვილი ასევე მიესალმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციის ყველაზე ”მნიშვნელოვან ნაწილს”, სადაც ეთნიკურ წმენდაზეა საუბარი.
”ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იყო პირველი საერთაშორისო საპარლამენტო ორგანო, რომელმაც დააფიქსირა ეთნიკური წმენდა ჩადენილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე,”- განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს შეფასება ”ოპერატიულად” გაკეთდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)