Site icon Civil.ge

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნინო ბურჯანაძეს შეხვდა

10 ოქტომბერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დემოკრატიული განვითარების ფონდის პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.

ფონდის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს ომზე, 15 ოქტომბერს ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დარეგულირებასა და დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე  იმსჯელეს.

9-10 აგვისტოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების პარალელურად, კუშნერმა ასევე გამართა შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)