Site icon Civil.ge

ფრიდი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებს შეხვდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე დანიელ ფრიდი 20 ოქტომბერს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა. დღესვე დაგეგმილია ფრიდის შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებთან.

”განხილულ იქნა დემოკრატიული პროცესები, თუმცა ძირითადად ჩვენ ვიმსჯელეთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე,” – განუცხადა დეპუტატმა გია თორთლაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.  

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით – ესაა უსაფრთხოება და დემოკრატიის განვითარება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)