რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 23 ოქტომბერს, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები არ აქცევენ სათანადო ყურადღებას იმ ფაქტებს, რაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება.
”ქართული მხარე პერიოდულად აგზავნის სპეცსამსახურებს და სხვა შეიარაღებულ ფორმირებებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე,” – განაცხადა ლავროვმა. ”ჩვენ გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები ცოტა ყურადღებას აქცევენ ამგვარ ასპექტებს.”
მან კვლავ გაახსენა ევროკავშირს მისი გარანტორის როლი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების საქმეში.
”ამგვარი მსუბუქი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გარშემო არსებულ ზონებში, გვაშინებს – ეს არის სახიფათო თამაში ცეცხლთან,” – განაცხადა ლავროვმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)