აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენელმა 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ იგი ვერ დაადასტურებს, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონში 2,000 დამატებითი სამხედრო შეიყვანა.
კითხვაზე შეუძლია თუ არა მას დაადასტუროს საქართველოს ხელისუფლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო წარმომადგენლობა სამხრეთ ოსეთში 7,000 სამხედრომდე გაზარდა, რობერტ ვუდმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, უპასუხა: ”ამას ვერ დავადასტურებ, მაგრამ როგორც თქვენ იცით, მე ნამდვილად ვიცი, რომ რუსული ძალები კვლავ რჩებიან ახალგორში და კოდორის ხეობაში”.
”და ჩვენ გვინდა, რომ ამ ტერიტორიებზე დაუყონებლივ განხორციელდეს დემილიტარიზაცია, მაგრამ რიცხვებს ვერ დავადასტურებ,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)