საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი ორდრიანი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში გაემგზავრა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან მილოსლავ ვლჩეკთან, ვიცე–პრემიერთან ალექსანდრე ვონდრასთან, სენატის თავმჯდომარესთან პრემისლ სობოტკასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან კარელ შვარცენბერგთან.
2009 წლის იანვრიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთი გახდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)