Site icon Civil.ge

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ”ლიბერალურ მიდგომაზე” საუბრობს

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ადეიშვილმა 30 ოქტომბერს დეპუტატებს განუცხადა, რომ მისი პრიორიტეტების ნაწილი იქნება სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაცია.

იუსტიციის მინისტრის რანგში ადეიშვილი გენერალურ პროკურატურასაც უხელმძღვანელებს, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად იუსტიციის სამინისტროს შეურთდა. 2008 წლის იანვარში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნამდე ადეიშვილი გენერალური პროკურორი იყო.

”ახალი მიდგომებია საჭირო,” – განუცხადა ადეიშვილმა დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, ”პირველ რიგში, ეს უნდა ეხებოდეს ლიბერალურ სისხლის სამართლის კოდექსს. მე მიმაჩნია, რომ უმეტეს შემთხვევებში ჩვენი მიდგომები უნდა იყოს ლიბერალური და ბოლო წლებში ჩვენმა გამოცდილებამ ეს დაადასტურა”.

მან ასევე განუცხადა დეპუტატებს, რომ პრიორიტეტული უნდა გახდეს კერძო საკუთრების დაცვა და მიღებულ უნდა იქნას ”საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი”, რომელიც ამჟამად მუშავდება, რადგანაც ეს იქნება ”ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი საფუძველი, რის გამოც ინვესტორების შეიძლება შემოვიდნენ საქართველოში”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)