საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია დაეხმარება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.
”ქართულ-ამერიკული სახლემწიფოთაშორისი ურთიერთობები შეიძენს ინსტიტუციონალურ სიმტკიცეს და ნაკლებად დაეფუძნება პირად ურთიერთდამოკიდებულებებს. ეს ორი სახელმწიფოს მჭიდრო მოკავშირეობის გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე, დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ ამ არჩევნების [აშშ-ის პრეზიდენტად ბარაკ ობამას არჩევის] შედეგებს,” – განაცხადა ალასანიამ გაზეთ ”24 საათთან” ინტერვიუში, რომელიც 13 ნოემბერს გამოქვეყნდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)