პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 14 ნოემბერს, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა გაზის მოწოდებაზე ხუთწლიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ბაქოში ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა, სადაც იგი ენერგეტიკულ სამიტს დაესწრო, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”მომდევნო ხუთი წლის მანძილზე გაზის ტარიფი მოსახლეობისთვის არ გაიზრდება”.
სააკაშვილმა შეთანხმების დეტალები არ დააკონკრეტა.
”ეს [შეთანხმება] არის ძალიან კარგი მაგალითი ძალიან კარგი თანამშრომლობისა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ამ ძალიან რთულ პერიოდში,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)