საქართველომ დაიწყო საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტების კორტეჟისთვის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ცეცხლის გახნასთან დაკავშირებული ინციდენტის გამოძიება. საქმე, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, აღძრულია ტერორიზმის მუხლით.
”23 ნოემბერს, 6 საათსა და 15 წუთზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოში ვიზიტად მყოფი პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის კორტეჟის გადაადგილების დროს, ახალგორის რაიონის სოფელ ოძისთან განლაგებული რუსული საოკუპაციო ჯარის ბლოკ-საგუშაგოდან გასროლა მოხდა,” – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ”აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბლოკ-საგუშაგო ექვს პუნქტიანი შეთანხმების დარღვევით საქართველოს ტერიტორიის შუაგულში მდებარეობს და რუსული ოკუპაციის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)