Site icon Civil.ge

კოკოითს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღება სურს

სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ სეპარატისტული რეგიონი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს.

”[დე ფაქტო] საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით უნდა შემუშავდეს და შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი საქართველოს რესპუბლიკასთან”, – იუწყება ”ინტერფაქსი” კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით. ”ყველა ადამაინმა, ვისაც სურს სამხრეთ ოსეთში შემოსვლა საქართველოდან, ვიზების მისაღებად უნდა მიმართოს სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს”.

Human Rights Watch-მა განაცხადა 25 ნოემბერს, რომ მისი მკვლევარების ინფორმაციით, ახალგორის რაიონი უკვე დატოვა ბევრმა ადგილობრივმა მკვიდრმა, რომელთაც ოსი მებრძოლების და ადმინისტრციული საზღვრის ჩაკეტვის ეშინიათ. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)