Site icon Civil.ge

მგალობლიშვილი ბრიუსელში სოლანას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი 1 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანას შეხვდა და საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ასევე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები განიხილა.

”ბატონმა სოლანამ აღნიშნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური განვითარება. მან პრემიერ-მინისტრს ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და ევროკავშირის მხარდაჭერის გამოყენებისკენ მოუწოდა,” – იტყობინება სოლანას პრესსამსახური.

სოლანამ ასევე გაუსვა ხაზი ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ყველა მხარის კონსტრუქციული მიდგომის მნიშვნელობას.

მგალობლიშვილმა გამოხატა საქართველოს მზადყოფნა განაგრძოს ჟენევის მოლაპარაკებები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)