დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სტუდია ”მაესტროს” ლიცენზიის მოდიფიცირება მოახდინა, რითაც მას საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები გაშვების უფლება მიანიჭა, იტყობინება კომისიის პრესსამსახური.
აქამდე ”მაესტროს”, რომელიც სპეციალიზირებული ლიცენზიის მფლობელი იყო, მხოლოდ გასართობი და შემეცნებითი გადაცემების მაუწყებლობა შეეძლო.
”მაესტროსა” და კომისიას შორის შვიდ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა დავა, მათ შორის სასამართლოში, პოლიტიკური გადაცემების გაშვების ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით. ეს დავა ანტიკრიზისული საბჭოს შუამავლობით მოგვარდა.
”მაესტრო” პოლიტიკური გადაცემების განახლებას დღეიდან გეგმავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)