Site icon Civil.ge

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში საპარლამენტო უმცირესობას ერთი კვოტა ექნება

საპარლამენტო უმცირესობას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში ერთი წარმომადგენლის შეყვანის შესაძლებლობას მაუწყებლობის შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები მისცემს, რომელიც პარლამენტმა 2 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის თანახმად, ერთი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ სამ კანდიდატურას დაასახელებს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო ერთი წევრის თანამდებობაზე არანაკლებ სამ კანდიდატურას ის საპარლამენტო ფრაქციები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი უმრავლესობაში.

ამჟამად, კომისიაში სულ 5 წევრი შედის და თითოეული მათგანი ღია კონკურსით შერჩევის გზით 6 წლის ვადითაა არჩეული.

თუმცა კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კომისიის ამჟამინდელი წევრებისათვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)