Site icon Civil.ge

ობამა: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მეზობლების დაშინება

აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ რუსეთი ”სულ უფრო თავდაჯერებული” ხდება და ”როდესაც საქმე ეხება საქართველოს და მუქარებს მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, მე ვფიქრობ, მათი ქცევა ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს”.

NBC-ის გადაცემა Meet the Press-ში საუბრისას, რომელიც 7 დეკემბერს გავიდა ეთერში, ობამამ განაცხადა, რომ მას სურს რუსეთთან თანამშრომლობა ”სადაც შესაძლებელია”, კერძოდ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

”მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავუშვათ მკაფიო გზავნილი, რომ ისინი ისე უნდა მოიქცნენ, რომ საკუთარი მეზობლების დაშინება არ გამოიწვიონ,” – დასძინა ობამამ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)