Site icon Civil.ge

დაეხმარეთ ოსებს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში – მიმართავს მედვედევი მინისტრს

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა უნდა დაეხმაროს სამხრეთ ოსეთს ”მისი სახელმწიფოებრიობის საფუძვლის ჩაყრაში”. 

”ჩვენი დავალებაა დავეხმაროთ ამ ახალგაზრდა სახელმწიფოს ფეხზე დადგომაში,” – განაცხადა მედვედევმა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრთან სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე კრემლში 8 დეკემბერს, იტყობინება ”იტარ-ტასი”.

მან დაავალა შოიგუს დაეხმაროს სეპარატისტულ რეგიონს საკუთარი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შექმნაში.

”მათ უნდა შექმნან საკუთარი საგანგებო სიტუაციების სამინისტრო. ეს იქნება თქვენი [სამინისტროს] უმცროსი ძმა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ სტრუქტურას დადგეს ფეხზე და დაიწყოს მუშაობა სრული დატვირთვით,” – განუცხადა მედვედევმა შოიგუს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)