Site icon Civil.ge

კოკოითი ადმინისტრაციულ საზღვარზე 900-მდე მესაზღვრეს განათავსებს

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის განცხადებით, ცხინვალი სასაზღვრო ჯარების 890 მოსამსახურით დაკომპლექტებას გეგმავს.

”მათი ნაწილი იქნებიან რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც ჩვენ სამსახურში საკონტრაქტო პირობებით მოვიწვევთ,”- განუცხადა მან 9 დეკემბერს ”ინტერფაქსს”.

ცოტა ხნის წინ სერგეი ბაღაფშმა, სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა ასევე გააკეთა საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის გამაგრების თაობაზე განცხადება. მისი თქმით, ”რუს სამშვიდობოებს” ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზი მესაზღვრეების 12 პოსტი ჩაანაცვლებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)