Site icon Civil.ge

მეთიუ ბრაიზა საქართველოს სტუმრობს

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა 16 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან ბრაიზასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ საჭიროა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების დადება.

”საჭიროა ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც შესაძლოა ასევე მოიცავდეს პოლიტიკურ-სამხედრო თანამშრომლობას და მოვუწოდებთ საქართველოს და აშშ-ს მთავრობებს დაუყონებლივ დაიწყონ ამ საკითხზე მუშაობა,” – განაცხადა დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან ლევან ვეფხვაძემ შეხვედრის შემდეგ.            

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)