Site icon Civil.ge

გრიგოლ მგალობლიშვილი თურქეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინსიტრი გრიგოლ მგალობლიშვილი 23-24 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება.

საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, მგალობლიშვილი შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან აბდულაჰ გულთან, პრემიერ-მინისტრთან რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბიზნესმენებთან და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)