Site icon Civil.ge

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიგაუდას უშაცკასი 27-29 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხუთ ლიტველ მონიტორს და მოინახულებს დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ცენტრს, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)