გაერთიანებული ტელეკომის მომხმარებლები ყოველთვიურად სააბონენტო გადასახადის სახით კვლავაც 5 ლარს გადაიხდიან, რადგან გაუქმებულია ”ყოვლად გაუმართლებელი” გადაწყვეტილება ტარიფის ზრის თაობაზე, განაცხადა 6 იანვარს თბილისის მერმა გიგი უგულავამ.
კომპანიამ საახალწლოდ ტარიფი 5-დან 8 ლარამდე გაზარდა.
”მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება გაუქმებული,”- განაცხადა უგულავამ ბრიფინგზე, ”სააბონენტო გადასახადი გაერთიანებული ტელეკომის ყველა აბონენტისთვის იქნება ისევ 5 ლარი და არავითარი რევიზია არ იქნება”.
უგულავამ არ დამალა უკმაყოფილება მარეგულირებელი კომისიის მიმართაც.
”მარეგულირებელის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ბევრად უფრო საჯაროდ უნდა მზადდებოდეს,”- განაცხადა მან, ”და ტელევიზიით არ უნდა იგებდეს ხალხი, მათ შორის ხალხი და პოლიტიკოსები და ყველა, ვინც კი გადაწყვეტილების მიღებაში უნდა მონაწილეობდეს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)