ლეიბორისტულმა პარტიამ თხოვნით მიმართა აშშ-ის კონგრესს დაუწესოს ”პოლიტიკურ-დიპლომატიური სანქციები” საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას და გამოიძიოს აშშ-ის ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირთა საქმიანობა, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს მფარველობდნენ.
”ჩვენ მოვითხოვთ სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გადადგება უკანონოდ მითვისებული პრეზიდენტის პოსტიდან, ამერიკის შეერთებულმა შტატების კონგრესმა დააწესოს მისი რეჟიმის წინააღმდეგ პოლიტიკურ-დიპლომატიური სანქციები,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, პარტიამ შესაბამისი მიმართვა უკვე გაუგზავნა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატას.
”ვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას იმ ამერიკელი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ, რომლებიც მფარველობდნენ, აძლიერებდნენ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს,”- განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)