საქართველოს ხელისუფლებამ თბილისში მოიწვია ქართველ ეკონომისტთა ჯგუფი, რომლებიც უცხოეთში სხვადასხვა კომპანიებში, ძირითადად საბანკო სექტორში მუშაობენ, რათა რჩევები მიეღოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების საკითხებზე.
”ეს თქვენი პატრიოტული მისიაა,”- განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეკონომისტებს 31 იანვარს თბილისში გამართულ შეხვედრაზე და დასძინა, რომ მათი რჩევა ფასეულია მთავრობისთვის, რადგან რიგ შემთხვევებში პრობლემები ქვეყნის გარედან უფრო კარგად ჩანს, ვიდრე ეს შიგნიდან აღიქმება.
პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ქართველ ეკონომისტებს პრემიერ-მინისტრობისა და ფინანასთა მინისტრობის კანდიდატები ნიკა გილაური და კახა ბაინდურაშვილი შეხვდნენ და მთავრობის ეკონომიკური პროგრამა გააცნეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სააკაშვილის ხელისუფლების გავლენიანი წარმომადგენლები – თბილისის მერი გიგი უგულავა და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)