საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2008 წელს 4.56 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ნაცვლად 3.98 მილიარდისა 2007 წელს, იტყობინება სტატისტიკის დეპარტამენტი.
ამავე ცნობით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 17.2%-ით გაიზარდა და 7.55 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 2008 წელს. ექსპორტი 1.49 მილიარდი აშშ დოლარი იყო – 2007 წელთან შედარებით 21.5%-ით მეტი, ხოლო იმპორტი- 6.05 მილიარდი აშშ დოლარი, 16.2%-ით მეტი 2007 წლის მაჩვენებელზე.
თურქეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. ამ ქვეყანასთან ვაჭრობამ 1.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2007 წელთან შედარებით 33.7%-ით მეტია. თურქეთთან ვაჭრობამ უცხოური სავაჭრო ბრუნვის საერთო მოცულობის 15.9% დაიკავა (1.9%-ით გაიზარდა 2007 წელთან შედარებით).
მეორე ადგილი უკავია აზერბაიჯანს 813.2 მილიონი აშშ დოლარით – 2007 წელთან შედარებით დაახლოებით 56.4%-ით მეტი. მთლიან სავაჭრო ბრუნვაში აზერბაიჯანს 10.8%-ს უკავია.
მესამე ადგილზეა უკრაინა 791.8 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდის გერმანია – 467 მილიონი აშშ დოლარით; რუსეთი – 454 მილიონი აშშ დოლარით (2007 წელს რუსეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, 2006 წელს კი მეორე); აშშ – 343.5 მილიონი აშშ დოლარით; ჩინეთი – 307 მილიონი აშშ დოლარით; არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 283.8 მილიონი აშშ დოლარით; ბულგარეთი – 231 მილიონი და იტალია – 198.7 მილიონი აშშ დოლარით.
2008 წელს მთავარ საექსპორტო პროდუქციას ფეროშენადნობი წარმოადგენდა, რომლის საერთო ღირებულებამ 267 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია და მთლიანი ექსპორტის 17.8% შეადგინა; შემდეგ მოდის შავი ლითონის ჯართი – 128.5 მილიონი (8.6%) და სპილენძი – 118 მილიონი აშშ დოლარი (7.9%). საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალში ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი წამყვან პოზიციებზეა და საერთო ღირებულება 967 მილიონ აშშ დოლარს, მთლიანი იმპორტის 16%-ს შეადგენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)