აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 3 თებერვალს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
”ჩვენ განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის ის, რაც მიგვაჩნია საჭიროდ რუსეთთან კონსტრუქციული მუშაობისთვის და ერთიანი მიდგომის შემუშავებისთვის მომდევნო თვეებში ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ავღანეთი, ირანი, საქართველო და სხვა,” – განაცხადა ჰილარი კლინტონმა თავის გერმანელ კოლეგასთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)