Site icon Civil.ge

ნოღაიდელის პარტიამ აჭარაში საპროტესტო აქცია გამართა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და მისი ახალი პარტიის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის აქტივისტებმა ქობულეთში 13 თებერვალს საპროტესტო აქცია გამართეს.

ადგილობრივი სასამართლოს შენობის წინ რამოდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა ნოღაიდელის ნათესავის პაატა კაიკაციშვილის ”უკანონო” დაპატიმრების და ”პოლიტიკურად მოტივირებული დევნის” გასაპროტესტებლად. კაიკაციშვილი ნოემბერში დააპატიმრეს და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამო შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. თუმცა შემდეგ აქცია განახლდა და მოგვიანებით მისი მონაწილეები მშვიდობიანად დაიშალნენ.

13 თებერვალს ტელეკომპანია ”კავკასიამ” უჩვენა ჩანაწერი აქციიდან, სადაც ჩანს როგორ ეუბნება ნოღაიდელი აქციის მონაწილეებს, რომ აქცია გაგრძელდება. მან ასევე განაცხადა, რომ აჭარაში ”კლანების მართველობა” უნდა დასრულდეს. ანალოგიური აქცია ქობულეთში 12 თებერვალსაც გაიმართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)