მთავრობის კანცელარიის უფროსად 18 თებერვალს დავით კერესელიძე დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე კახა ბენდუქიძე შეცვალა.
დავით კერესელიძე ბენდუქიძის პირველი მოადგილე იყო და იმავდროულად, კანცელარიის იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
კანცელარიის უფროსის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დანიშვნისთანავე თანამდებობიდან გაუშვა კახა ბენდუქიძე, რომელსაც ხშირად ხელისუფლების არაპოპულარულ სახედ მოიხსენიებენ და რომელიც ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელ ფიგურად აღიქმებოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)