Site icon Civil.ge

გალიდან ”გამოძევებული” ოჯახები უკან დაბრუნდნენ

ათობით ქართულმა ოჯახმა, რომლებიც, მათი თქმით, აფხაზურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა თავიანთი სახლებიდან გამოაძევეს, 27 თებერვალს სოფელ ოტობაიაში, საკუთარ სახლებში შეძლო დაბრუნება, განაცხადეს ქართულმა წყაროებმა.  

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 26 თებერვალს დაახლოებით 50 ოჯახი იქნა გამოძევებული სოფელ ოტობაიაში საკუთარი სახლებიდან. აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო ეს განცხადება და განაცხადა, რომ ქართული მხარე განზრახ ძაბავს სიტუაციას რეგიონში აფხაზეთში ჰეიდი ტალიავინის დაგეგმილი ვიზიტის წინ. შვეიცარელი დილომატი ჰეიდი ტალიავინი ევროკავშირის საგამოძიებო მისიას ხელმძღვანელობს, რომელიც აგვისტოს ომს იძიებს. ”აფსნიპრესის” ცნობით, მისიის ვიზიტი აფხაზეთში 2 მარტს იგეგმება. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)