Site icon Civil.ge

ევროკავშირის საგამოძიებო მისია აფხაზეთს სტუმრობს

ევროკავშირის საგამოძიებო მისია, რომელიც აგვისტოს ომს იძიებს, 2 მარტს სოხუმში აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს და სეპარატისტული ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

აფხაზეთის ლიდერის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვიაჩესლავ ჩირიკბამ განუცხადა აფხაზურ ტელევიზიას, რომ შეხვედრაზე აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოხუმის პოზიცია დააფიქსირეს.

მისია, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობს, თავის საბოლოო ანგარიშს ევროკავშირს, ეუთოს, საქართველოს და რუსეთს 2009 წლის 31 ივლისს წარუდგენს; თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მისიის მუშაობის ვადა შესაძლოა გაგრძელდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)