Site icon Civil.ge

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მაუწყებლობის ქცევის კოდექსი მიიღო

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 12 მარტს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი მიიღო, რომელიც საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს ავალდებულებს იმუშაოს ღიად და დაბალანსებულად, დაიცვას თანასწორობის, მიუკერძოებლობის და შემწყნარებლობის პრინციპები.

”კოდექსის მიზანია, ყველა სახის მაუწყებელი, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი მაუწყებელი, თანაბარი პასუხისმგებლობით მოეკიდოს პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვასა და საზოგადოების წინაშე  ანგარიშვალდებულებას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ზნეობისა და ადამიანური ღირებულებების დასაცავად, საზოგადოებრივი თანხმობისა და ტოლერანტობის განსამტკიცებლად,” – ნათქვამია ქცევის კოდექსში.

სამართლებრივი, 40 გვერდიანი დოკუმენტი,  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის მოვალეობის შემსრულებლებმა მიიღეს ერთი დღით ადრე, ვიდრე პარლამენტი 13 მარტს კომისიის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს.

ქვემოთ მოყვანილია იმ პირობათაგან ზოგი, რომელიც მაუწყებლებმა უნდა შეასრულონ:

მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, ქცევის კოდექსი 2009 წლის 1 იანვრამდე უნდა ყოფილიყო მიღებული მას შემდეგ, რაც კოდექსის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობის გამო მისი მიღების ვადა კანონით ორჯერ იქნა გადაწეული.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას

ქცევის კოდექსი გააკრიტიკა ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო ჯანგირაშვილმა, როგორც ტელევიზიებზე ”პირდაპირი ცენზურის ბერკეტი”.  ”ეს არის იმისათვის, რომ მოახშონ თუკი სადმე თავისუფლების რაღაც პატარა ადგილი დარჩა,”- აღნიშნა მან.

როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა კახი ყურაშვილმა 12 მარტს განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ კოდექსი ნორმატიული აქტია, ის თვითრეგულირების მექანიზმს შეიცავს.

”ეს იმას ნიშნავს, რომ მაყურებელთა და მსნმენელთა მიერ შეტანილი საჩივრები [კოდექსის პირობების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით] მიემართება თავად მაუწყებელში და არა კომისიაში ან სასამართლოში; მაუწყებლის [რომელიც განიხილავს ამ საჩივრებს] მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი არ საჩივრდება სასამართლოში ან კომისიაში,” – განაცხადა ყურაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)