საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჰერვე მორინმა განაცხადა, რომ რუსეთის აზრის გათვალისწინებაა საჭირო, მანამ სანამ ნატოს შემდგომ გაფართოებაზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
“არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც შეუძლებელია ჩვენ რუს მეზობელთან საუბრის გარეშე. [ევროპის] უსაფრთხოების არქიტექტურა რუსეთთან ერთად უნდა აიგოს,” – განაცხადა მორინმა Associated Press-თან ინტერვიუში.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა 17 მარტს, რომ 2011 წლიდან რუსეთი დაიწყებს სამხედრო ძალებს გადაიარაღებას და გააძლიერებს ბირთვულ შესაძლებლობებს. მისი თქმით ეს აუცილებელია ნატოს გაფართოების საპასუხოდ.
”გრძელდება მცდელობები ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა ჩვენი ქვეყნის საზღვრების მახლობლად,” – განაცხადა მედვედევმა რუსეთის სამხედრო სარდლობასთან შეხვედრაზე.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა განაცხადა, რომ მედვედევის ეს კომენტარი ”ძირითადად შიდა მოხმარებისთვისაა” განკუთვნილი და იქვე დასძინა რომ ნატო რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)