საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატო-ს ექსპერტთა თხუთმეტკაციანი ჯგუფი დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს ვლადიმერ ჩაჩიბაიას და გიორგი მუჩაიძეს შეხვდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ექსპერტთა ჯგუფის სამდღიანი ვიზიტის მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების სასწავლო პროცესის სრულყოფაში დახმარების გაწევაა. ნატო-ს ექსპერტებმა თავდაცვის ეროვნული აკადემია და კრწანისის სასწავლო ცენტრი მოინახულეს, სადაც სწავლების მიმდინარე პროცესს გაეცნენ.
”ვიზიტისას ექსპერტებმა განათლების არსებული სისტემა შეისწავლეს,”- განაცხადა გიორგი მუჩაიძემ, ”სტუმრები შესაბამის შეფასებას რამოდენიმე კვირაში გააკეთებენ, რომლის მიხედვით კონკრეტული ღონისძიებების გეგმა შედგება.”
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)