Site icon Civil.ge

შსს: სამხარეო პოლიციის შენობას ცეცხლი გაუხსნეს

დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და ასევე მოახერხა ”ეფ-1“ ტიპის ხელყუმბარის სროლა მცხეთა-მთიანეთის შს სამხარეო მთავარი სამართველოს მიმართულებით, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 მარტს.

ინციდენტის შედეგად, რომელიც 1:30 საათზე მოხდა, არავინ დაშავებულა, ნათქვამია სამინისტროს მოკლე განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)