Site icon Civil.ge

ევროკავშირის დიპლომატები ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ

თბილისში აკრედიტებული დიპლომატები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და ევროკომისიიდან 27 მარტს ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ და ”9 აპრილს დაგეგმილი ოპოზიციის დემონსტრაციის მომზადების შესახებ შეხედულებები გაცვალეს,” ნათქვამია თბილისში ჩეხეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროპელმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ”დემონტრაციის უფლება არის მოქალაქეების დემოკრატიული უფლებების ნაწილი” და მოუწოდეს ხელისუფლებას და აქციის ორგანიზატორებს, ასევე საპროტესტო აქციის მონაწილეებს ”დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, ქვეყნის კანონები და საზოგადოებრივი შეკრების საერთაშორისო სტანდარტები”.

”მათ [ევროკავშირის დიპლომატებმა] იმედი გამოთქვეს, რომ არც ერთი მხარე არ განახორციელებს ისეთ ქმედებებს ან გამოიყენებს ისეთ მეთოდებს, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას. მათ ასევე მოუწოდეს ორივე მხარეს ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში დემოკრატიის კონსოლიდაციის მიზნით,” – ნათქვამია განცხადებაში. 

შეხვედრას, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ჩეხეთის საელჩოში გაიმართა, დაესწრნენ შემდეგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები: საქართველოს გზა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, მოძრაობა სამართლიანი საქართვეელოსთვის; დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის და კონსერვატიული პარტია.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)