აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის მოადგილე გენერალი კართრაითი საქართველოში იმყოფება ვიზიტით, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
გენერალი კართრაითი, რომელიც რანგით ქვეყნის მეორე სამხედრო პირია, პრეზიდენტ სააკაშვილსა და თავდაცვის მინისტრს დავით სიხარულიძეს შეხვდება. იგი ასევე ესტუმრება გორს და პირველ ქვეით ბრიგადას, ცალკეულ სატანკო ბატალიონს და I საარტილერიო ბრიგადას მოინახულებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)