Site icon Civil.ge

რუსეთი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში აეროპორტის მშენებლობას გეგმავს

რუსეთის საპროექტო ინსტიტუტის ექსპერტებმა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლანდშაფტი შეისწავლეს, რათა შეარჩიონ ადგილი აეროპორტის ასაშენებლად, განუცხადა სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენელმა მოსკოვში დიმიტრი მედოევმა ”რეგნუმს”.

მისი თქმით, აეროპორტის ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით დასადგენია.

თუმცა, ”რეგნუმი” ასევე იტყობინება საკუთარ ”წყაროებზე” დაყრდნობით, რომ აჩაბეთის და კეხვის ტერიტორიაზე იგეგმება სამხედრო აეროდრომის და არა სამოქალაქო აეროპორტის აშენება. ორივე ეს სოფელი აგვისტოს ომამდე  ქართველებით იყო დასახლებული და მათ საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)