ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია შუამავლის როლი შეასრულოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, თუ ორივე მხარე დათანხმდება დიალოგზე, იტყობინება რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიურო.
სემნები 10 აპრილს რამოდენიმე ოპოზიციონერ ლიდერს შეხვდა. ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია; საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი; მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი ეკა ბესელია და ლევან გაჩეჩილაძე მონაწილეობდნენ გვიან საღამოს გამართულ ამ შეხვედრაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)