ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს დღეს გამართული კონსულტაციების შემდეგ, რომ საპროტესტო აქცია 12 აპრილს ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით არ გაიმართება.
”დღეს კი გაიმართება პარალელური აქციები როგორც ეს დაიგეგმა… საპროტესტო აქციებს ორშაბათს განვაახლებთ,” – განუცხადა საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” ოპოზიციის სხვა ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განუცხადა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს: ”სააკაშვილის გადადგომა მიგვაჩნია კრიზისის დაძლევის ერთადერთ გზად; თუმცა, თუ ხელისუფლებას რაიმე სხვა აზრიანი შემოთავაზებები აქვს ამ კრიზისის დასაძლევად, გვითხრან ამის შესახებ; მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ თბილისის მერის პირდაპირი არჩევა იქნება გამოსავალი კრიზისიდან”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)