21 აპრილიდან ოპოზიციის ლიდერები იწყებენ კამპანიას რეგიონეში მხარდამჭერთა მობილიზების მიზნით, განაცხადა ეკა ბესელიამ პარტიიდან მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის 15 აპრილს.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიების სახელით გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში გააშუქა, ბესელიამ განაცხადა: ”სამშაბათიდან ოპოზიციის ლიდერები აპირებენ რეგიონებში ჩასვლას. ჩვენ ვგეგმავთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ჩაერთოს. ჩვენ ვუზრუნველყობთ, რომ მათი კოორდინირებული, ორგანიზებული კოლონები წამოვიდნენ დედაქალაქში და უკვე ამ პროცესში ჩართული იქნება არა მარტო თბილისი, არამედ სრულიად საქართველო”.
იმავდროულად, ოპოზიციის ლიდერები დღეს პარლამენტის წინ 15:00 საათზე საპროტესტო აქციის განახლებას გეგმავენ. ოპოზიციის მიერ გაშლილი ბანაკები კვლავ რჩება პრეზიდენციის რეზიდენციის წინ, ისევე როგორც იმპოვიზირებული საკნები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ. კოსტავას ქუჩა, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ სამშაბათს საღამოს გადაიკეტა, თუმცა ღამით ის გაიხსნა და ამ წუთებშიც გახსნილი რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი განიხილავდა აქციების შეჩერების საკითხს სააღდგომოდ, საბოლოოდ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აქციების და პიკეტირების გაგრძელების თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)