შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება ოპოზიციის აქტივისტების მიერ გასულ ღამეს ორი მოქალაქის ცემის ფაქტზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენებია სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა. ინციდენტი გენერალური ინსპექციის შენობის მახლობლად მოხდა, სადაც ოპოზიციის აქტივისტებს იმპროვიზირებული საკნებით ქუჩა აქვთ გადაკეტილი.
ვიდეოში ნაჩვენებია მამაკაცი, ბიძინა გეგიძე, რომელიც სახელი მუშტს ურტყამს მამაკაცს მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი აგინებს. შსს-ის ცნობით, ეს მამაკაცი და მისი თანხმლები პირიც, რომლებიც ცემეს, იქვე ახლოს ცხოვრობდნენ. ორ მამაკაცს ერთი ქალიც ახლდა.
ვიდეომასალაში ასევე ჩანს გია კორკოტაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ნაცემი მოქალაქის საფულეს ჩხრეკს. შემდეგ ის რაღაცას იღებს საფულიდან და ჯიბეში იდებს.
მოგვინებით ტელეკომპანია ”მაესტრომ” გაავრცელა ვიდეო-მასალა, სადაც ჩანს ზემოთ ხსენებულ ინციდენტში მონაწილე ორი ნაცემი პიროვნება აბსოლუტურად სხვა ეპიზოდში. ამ ეპიზოდის თანახმად, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანიის ცნობით, ავლაბრის მეტროსთან საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ ქუჩის გადაკეტვის დროს მოხდა, ეს ორი პიროვნება ცდილობს მანქანით გაიაროს აქციის მონაწილეთა შორის.
კორკოტაშვილიც და გეგიძეც ცოტა ხნის წინ შექმნილი ორგანიზაციის ”ერთად” დამფუძნებლები არიან. ორგანიზაცია, მისი დამფუძნებლების თქმით, მიზნად ისახავს დემონსტრაციების ადგილების პატრულირებას და მონიტორინგს ოპოზიციის აქტივისტებზე და მხარდამჭერებზე თავდასხმების აღკვეთის მიზნით.
”თავდასხმის შედეგად ორმა მოქალაქემ მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება. თავდასხმელებმა მათ წაართვეს საფულეები, საიდანაც მოიპარეს ფული და პირადი საბუთები,” – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში. ”გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118, 177 და 239 მუხლებით”. ეს მუხლები ეხება სხეულის დაზიანებებს, ძარცვას და ხულიგნობას, შესაბამისად.
ვიდეომასალა პოლიციის მიერ ვიდეო-კამერითარ არის გადაღებული. შსს-ის განცხადებით, ინციდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან სამინისტროს თანამშრომელმა გადაიღო.
გია კორკოტაშვილმა, რომელიც რადიოს და ტელევიზიის წამყვანიც არის, განაცხადა 26 აპრილს, რომ ინციდენტი ”პროვოკაცია” იყო, რომლის დროსაც ორი ადამიანი მივიდა დემონსტრაციის ადგილას და ჩხუბი დაიწყო. მან კატეგორიულად უარყო საფულიდან ფულის ამოღება და განაცხადა, რომ მხოლოდ პირადობის მოწმობები ამოიღო, რათა დაედგინა ”რომელ სპეცსამსახურთან თანამშრომლობდნენ” ისინი.
იმავდროულად, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სადაც კორკოტაშვილს ერთ-ერთი გასართობი გადაცემა მიყავს, განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე კორკოტაშვილს პროგრამის წაყვანის უფლებამოსილებას უწყვიტავს.
ვიდეომასალაში ინციდენტის ადგილას ასევე ჩანს კონსერვატიული პარტიის წევრი გიგა ბუკია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)