Site icon Civil.ge

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი პოლიტიკოსებს შენდობის ლოცვისკენ მოუწოდებს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 28 აპრილს ქვეყნის მასშტაბით შენდობის დღე გამოაცხადა და პოლიტიკოსებს ამ დღეს შენდობის ლოცვის ერთად წაკითხვისკენ მოუწოდა.

”მე მინდა მივმართო ხელისუფლებას, ჩვენს ოპოზიციას, რომ მოვიდნენ ტაძრებში და ყველამ ერთად უნდა მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები,” – განაცხადა ილია მეორემ.

”ის, ვინც სულიერია, იმან უნდა დაუთმოს სხვას,” – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)