რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში დაგეგმილი ნატოს წვრთნები ”ღია პროვოკაციაა”, რასაც შესაძლოა ნეგატიური შედეგები მოჰყვეს, იუწყებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.
”როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენ საწინააღმდეგოში დარწმუნებას, [ნატოს წვრთნები] წარმოადგენს ღია პროვოკაციას,”- განაცხადა მედვედევმა 30 აპრილს, ”არ შეიძლება სწავლების იქ ჩატარება, სადაც ომი იყო”.
გააფრთხილა რა ნატოს წვრთნების შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე, მედვედევმა განაცხადა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების მიმღებთ დაეკისრებათ.
საქართველოში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 6 მაისიდან 1 ივნისამდე დაგეგმილ წვრთნებში თავდაპირველად მონაწილეობა უნდა მიეღო ნატოს 19 წევრ და პარტნიორ სახელმწიფოს. თუმცა, რუსეთის პროტესტის შემდეგ, 21 აპრილს ყაზახეთმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)