Site icon Civil.ge

სააკაშვილი: მუხროვანის ინციდენტი არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის

6 მაისს გამოქვეყნებულ ინგლისურენოვან წერილობით განცხადებაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მუხროვანის ინციდენტის დეტალებით სპეკულირებას არ დაიწყებს, რათა ამ საქმის დეტალების გარკვევის საშუალებას სასამართლოს მიეცეს.

”მან [პრეზიდენტმა სააკაშვილმა] ხაზი გაუსვა, რომ ინციდენტი არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური ან სხვა მიზნებისთვის,” – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ოფიციალური ქართული .

განცხადება გამოქვეყნდა 6 მაისს პრეზიდენტ სააკაშვილის და სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრასთან დაკავშირებით.

”პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას მათი მშვიდი, ორგანიზებული პასუხისთვის მუხროვანის ბაზაზე გუშინ მომხდარ ინციდენტზე და შემდგომი საკონსტიტუციო და დემოკრატიული პროცედურებისთვის. გენერალურმა შტაბმა დაუდასტურა პრეზიდენტს, რომ ქვეყნის სამხედრო ძალები ნორმალურად ფუნქციონირებენ და რომ მუხროვანის ინციდენტი იზოლირებული შემთხვევა იყო,” – ნათქვამია განცხადებაში.

5 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მუხროვანი ამბოხება ორგანიზებული იყო ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნების ჯგუფის მიერ, რომელსაც რუსეთთან აქვს კავშირები და რომელიც მიზნად ისახავდა ”როგორც მინიმუმ, ნატოს სამხედრო წვრთნების ჩაშლას და როგორც მაქსიმუმ, შესაძლოა ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხის მოწყობას”.

თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ 5 მაისს განაცხადა: ”უფრო ფართომასშტაბიანი ამბოხება იგეგმებოდა და მისი მიზანი იყო ნატოს წვრთნების ჩაშლა და საბოლოო მიზანი იყო ხელისუფლების სამხედრო ძალის გზით ჩამოგდება”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)