ოპოზიციის აქტივისტებმა კოსტავას ქუჩიდან ღამით საკნები აიღეს და მოძრაობა გახსნეს.
კოსტავას ქუჩა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ 14 აპრილიდან იყო ჩაკეტილი.
ოპოზიციის ლიდერებმა ქუჩის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება 13 მაისს მიიღეს, თუმცა მისი განხორციელება გადადეს საკნებში მყოფი აქტივისტების წინააღმდეგობის შემდეგ.
ოპოზიციის განცხადებით, ამიერიდან იმპროვიზირებული საკნები უშუალოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიახლოვეს განთავსება. ოპოზიცია პიკეტირების განახლებას 15 მაისს დილიდან გეგმავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)