Site icon Civil.ge

საქართველომ ნატოს წლიური პროგრამა გადასცა

ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონსმა თბილისში 25 მაისს საქართველოს მთავრობისგან ქვეყნის წლიური ეროვნული პროგრამა მიიღო.

ნატოს დიპლომატის თქმით, დოკუმენტი, რომელიც არ არის საჯარო, წარმოადგენს ”საზგაო რუქას” საქართველოს  ნატოს წევრობის გზაზე.

”ეს არის გზა საბოლოო მიზნისაკენ, რომელიც ძალიან ნათელია; მაგრამ თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, ამის თქმა არ შეგვიძლია პროცესის ამ ეტაპზე,” – განაცხადა სიმონსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ეროვნული პროგრამა არის ”ამბიციური” დოკუმენტი, რომელიც საქართველოს რეფორმების მიზნებს ასახავს.

მისი თქმით, საქართველოს საბოლოო წევრობა დამოკიდებულია ”გადაწყვეტილებებზე საქართველოში, თუ როგორ განახორციელებს ის რეფორმებს და ასევე გადაწყვეტილებებზე ნატოში”.

სიმონსის თქმით, საქართველოს წინსვლა ეროვნული პროგრამის შესაბამისად ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ წლის ბოლოს შეფასდება.

მან ასევე განაცხადა, რომ დოკუმენტის ერთ-ერთი ასპექტია ”შიდა რეფორმებია”.

”ნატო თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს,” – განაცხადა მან, ”ვფიქრობ, ზოგადად, ჩვენ კმაყოფილები ვართ საქართველოს ხელისუფლების პასუხით იმ მოვლენებზე რომლებიც ამჟამად ვითარდება ქვეყანაში და ის შეესაბამება იმ რეფორმების ვალდებულებების, რომელიც ხელისუფლებამ ივალდებულა წლიურ ეროვნულ პროგრამის ფარგლებში”.

”მიმაჩნია, რომ ის თავშეკავება, რომელიც ხელისუფლებამ გამოიჩინა საპროტესტო აქციებთან მიმართებაში… პოზიტიურია. ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ დისკუსიები დაიწყო ოპოზიციასთან, ასევე პოზიტიური ნაბიჯია,” – დასძინა სიმონსმა.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)