ათასობით მომიტინდე სამების საკათედრო ტაძრიდან რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა, სადაც ოპოზიციის ლიდერები თავიანი სამომავლო გეგმების შესახებ გააკეთებენ განცხადებას.
მომიტინგეები ოპოზიციის ლიდერების ხელმძღვანელობით სამების საკათედრო ტაძარში ეროვნული სტადიონიდან მივიდნენ. ტაძარში საქართველოს-კათალიკოს პატრიარქმა წირვა აღავლინა. ტაძარში ასევე მივიდა თბილისის მერი გიგი უგულავა, რამაც ზოგიერთი მომიტინგის გაღიზიანება გამოიწვია და მას შეძახილელით შეხვდნენ ”წადი, წადი!”
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)