პოლიციამ კიდევ ორი აქტივისტი დააკავა ოპოზიციის ახალგაზრდული მოძრაობიდან 12 ივნისს პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების დროს დეპუტატებისა და პარლამენტის დაცვის ”სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის” გამო, განაცხადა შსს-მ კვირას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ თორნიკე ჩხარტიშვილს 25 დღით, ხოლო კახა ტერაშვილს 30 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ოპოზიციის ხუთი აქტივისტი დააკავეს ანალოგიური მოტივით პარასკევს; სამ მათგან 25-დღიანი, ერთს კი 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო მეხუთე 400 ლარის ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)