Site icon Civil.ge

საბიუჯეტო ცვლილებების დეტალები

2009 წლის ბიუჯეტის ხარჯები არასაგადასახადო შემოსავლებისა მატების და ასევე რიგი უწყებების დაფინანსების კლების ხარჯზე 312 მლნ ლარით იზრდება, მაშინ როცა ამავე პროექტით ხდება საგადასახადო შემოსავლების 500 მლნ ლარით შემცირება. 

პროექტზე მთავრობის განმარტებითი ბარათის თანახმად, ”მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი” და ”ქვეყნის შიგნით პოლიტიკური არასტაბილურობა” გახდა იმის მიზეზი, რომ მოსალოდნელია ეკონომიკის კლება 1.5%-ით, ნაცვლად დაგეგმილი 2.5%-ით ზრდისა, რის გამოც უნდა განხორციელდეს გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლების კორექტირება ნახევარი მლრდ ლარით შემცირების მიმართულებით.

კერძოდ, საშემოსავლო გადასახადი მცირდება – 25.0 მლნ ლარით; მოგების – 83.0 მლნ ლარით; დღგ – 314.0 მლნ ლარით; აქციზი – 68.0 მლნ ლარით; საბაჟო გადასახადიდან შემოსავლები – 8.0 მლნ ლარით; და სხვა გადასახადიდან  – 2.0 მლნ ლარით.

ამ შემცირების დასაბალანსებლად და ასევე რიგი უწყებებისა და პროექტების დაფინანსების გასაზრდელად, ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია გრანტების 110.5 მლნ ლარით; ”სხვა შემოსავლების” – 16.9 მლნ ლარით და ასევე ვალდებულებების 497.9 მლნ ლარით ზრდა.

ეს უკანასკნელი მოიცავს საგარეო ვალდებულებებს – 237.9 მლნ ლარს, მათ შორის: მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის კრედიტები – 141.3 მლნ ლარი და საინვესტიციო კრედიტები – 96.7 მლნ ლარი; და ასევე საშინაო ვალდებულებებს – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მისაღებ სახსრებს 260 მლნ ლარის ოდენობით

გარდა ამისა დაახლოებით 66 მლნ ლარით მცირდება შემდეგი უწყებების ხარჯები:

312 მლნ ლარი კი ზრდის მიმართულებით უწყებებსა და პროგრამებზე ასე გადანაწილდება:

გეგმის თანახმად, საბიუჯეტო განხილვების შემდეგ, პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებებს 4 ივლისის შემდეგ დაამტკიცებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)